პრემიერი სოფელ საროს მოსახლეობას შეხვდა
პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდა. ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება და სამუშაო ადგილები გაჩენა არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ამოცანა. ხელისუფლების მთელი ძალისხმევა მიმართულია მეწარმეობის განვითარებისკენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასპინძაში, სოფელ საროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ სარწყავი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრის პირობა მისცა.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა სოფლის საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი სტიქიის შედეგად დაზიანდა. პრემიერის განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ ფინანსთა სამინისტრო საჭირო თანხას გამოყოფს.