საქართველოს მასშტაბით მენინგიტის 238 შემთხვევა გამოვლინდა

   საქართველოს მასშტაბით მენინგიტის 238 შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე- ღამის განმავლობაში თბილისში 15 შემთხვევა გამოვლინდა, ქუთაისში კი – 6, მათ შორის ერთი – მენინგოკური მენინგიტი. დანარჩენ რეგიონებში დაავადების ერთეული ფაქტები აღინიშნება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, დაავადების გავრცელების კლების ტენდენცია შეინიშნება. მისი ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში 80-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო უკვე დატოვა.
„ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურდება, შემთხვევების მატების ტემპი იკლებს. ერთადერთი – გამოჩნდა მენინგოკური მენინგიტი. 80 ბავშვი უკვე გამოჯანმრთელდა და პაციენტებმა საავადმყოფო დატოვეს“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები