მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია-შსს-ს განცხადება
შს სამინისტრო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის გზის მონაკვეთზე ამინდის გაურესების გამო განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ქარბუქის, ნამქერისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“ – ნათქვამია შსს -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.