დაპირისპირება რუსთავში – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის

    რუსთავში “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს ბრიფინგი უნდა გაემართა და შეჩერებულ პროექტებზე ესაუბრა.
ბრიფინგის გამართვამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ოფისთან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ – ,,მკვლელები, ცოცხები”…
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ისინი დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები