დიპლომატიური ტურის მონაწილეები რკინიგზის ისტორიას გაეცნენ
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოყოფილი სპეციალური მატარებლით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ბორჯომში გაემგზავრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრობისას ელჩებს საქართველოს რკინიგზის ისტორია გააცნეს, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს ასევე ინფორმაცია მიაწოდეს რკინიგზაში ამჟამად არსებული პროექტების და სამომავლო გეგმების თაობაზე.
ბორჯომი-თბილისის რეისით დიპლომატებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტური დაიწყეს.
დღეს ელჩები ბორჯომს ესტუმრებიან, სადაც ბორჯომის პარკში ადგლობრივ ხელისუფლებას შეხვდებიან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „ბორჯომის წყლების“ ისტორიას გაეცნობიან.
მოგვიანებით ტურის მონაწილეები ლიკანში რომანოვების სასახლეს მოინახულებენ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. ბორჯომიდან ისინი ახალციხეში გაემგზავრებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ტურის მიზანია დიპლომატებისთვის საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობა.
აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის მხარის შესაძლებლობების წარმოჩენას, რაც საშუალებას მისცემს დიპლომატებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ რეგიონის კულტურული მახასიათებლების, მისი ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურში პირველად მოანწილეობენ საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები.