ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.