ბრიუსელში უცნობმა პირმა კაფეში ცეცხლი გახსნა და მიიმალა

ბრიუსელში უცნობმა პირმა რესტორან La Parisienne-ის სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი Studinfo.be ავრცელებს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ჯამში სამი გასროლის ხმა იყო, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რესტორნის ფანჯრებს ესროლა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება თავდამსხმელს კალაშნიკოვის ტიპის იარაღი ეკავა.
ინციდენტი Avenue Louise-ის ქუჩაზე, 10:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, ამავდროულად, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილას სამი “გილზა” იპოვეს და სასამართლოს ექსპერტიზაზე გააგზავნეს. ტერორისტული აქტის ვერსია არ განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები