ავღანეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დასავლეთით მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “Tolo News” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება დღეს დილით, ჰერათის პროვინციაში მოხდა. ინციდენტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები