გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიგრაციული პაქტი დაამტკიცა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის შედეგად მიგრაციის შესახებ გლობალური გადაწყვეტილება მიიღო.
რეზოლუციას მხარი 152-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 5 იყო, 12-მა კი თავი შეიკავა.
მიგრაციული შეთანხმება, რომლის ტექსტიც 6-თვიანი განხილვის შედეგად გაეროს წევრი თითქმის ყველა ქვეყნის მიერ იქნა შედგენილი, არ წარმოადგენს იურიდიულ ვალდებულებას, ის მხოლოდ გლობალურ თანამშრომლობის გზებს ხსნის ამ სფეროში. პაკტი საერთაშორისო თანამშრომლობაზე უსაფრთხოების მხრივ თანმიმდევრული და რეგულარული მიგრაციისკენ არის მიმართული.