ანზორ ჩუბინიძე: ათონელის პრეზიდენტის რეზიდენციაში პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენცია მზად იქნება, რათა სალომე ზურაბიშვილი შევიდეს და იმუშაოს.
მისივე განმარტებით, შენობაში ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს.
ანზორ ჩუბინიძე ვერ აკონკრეტებს, რა დაჯდა შენობის რემონტი.
„თანხები ზუსტად არ ახსოვს. ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია მზად იქნება, რომ პრეზიდენტი შევიდეს და იმუშაოს, თუმცა ტექნიკური სამუშაოები შესაძლოა კვლავ იყოს ჩასატარებელი. შენობას დაცვა იცავს. ყველაფრის მიუხედავად, იმის აუცილებლობა არ არის, რომ რაღაც დავაჩქაროთ და სიჩქარეში რაიმე გაფუჭდეს. პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება, თუმცა შესაძლებელია, რაიმე ტექნიკური დეტალი იყოს. ისეთი სიჩქარე არ არის საჭირო, რომ რაღაც დაზიანდეს”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ მუშაობის დაწყებას ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები