ნათია ზედგინიძე: სამინისტროსა და სამეურვეო საბჭოს მხრიდან დირექტორის გათავისუფლება არ მომხდარა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უკანასკნელ პერიოდში ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის სამეურვეო საბჭო დაეთანხმა სამინისტროს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და გადაცდომებს, დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა და არც სამინისტრომ განახორციელა მისი გათავისუფლება.
„სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს შეუნარჩუნა თანამდებობა. არც განათლების სამინისტროს მხრიდან მომხდარა დირექტორის გათავისუფლება!”, – აღნიშნა ზედგინიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები