ოთარ ჩრდილელი არასამთავრობოებს მოუწოდებს, დაგმონ სააკაშვილის სექსისტური განცხადებები ზურაბიშვილის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართავს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ აგრძელებს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიძულვილის ენით საუბარს. მისივე თქმით, ქალთა უფლებადამცველების მხრიდან დუმილი პოლიტიკური პოლარიზების მტკიცებულებაა.
“ძალიან საინტერესო იქნება, ქალთა უფლებათა დამცველ არასამთავრობო რამდენიმე ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება, თუნდაც შეფასება – ფანდრეიზინგის რეჟიმში მყოფ სააკაშვილთან მიმართებაში.
შესაძლოა ზოგი NGO-ს წარმომადგენელი ბოლო 3-4 თვეა ტელევიზორს არ უყურებთ, “ფეისბუქთან” წვდომა არ გაქვთ.
ამიტომ გადავწყვიტე მოგმართოთ:
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ღიად, დაუფარავად აგრძელებს კონტამინაციურ სერიალს – სიძულვილის ენით საუბარს, სექსისტური ლექსიკის გამოყენებით მოიხსენიებს სალომე ზურაბიშვილს.
​არასამთავრობო სექტორის ზოგი წარმომადგენლის – მით უმეტეს ქალთა უფლებადამცველთა საეჭვო დუმილი (და არა მარტო) ჩემთვის, მათი პოლიტიკური პოლარიზების (ირიბი) მტკიცებულებაა.
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე”, – წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები