საფრანგეთში ზამთარში ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ფასებს არ გაზრდიან
საფრანგეთში 2019 წლის დასაწყისიდან ტარიფი ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე არ გაიზრდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი აცხადებს.
მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ის ხედავს ფრანგების ბრაზს და რიგი გადაწყვეტილებები მიიღო ვითარების ნორმალიზებისთვის.
“ტარიფი ელექტრომომარაგებასა და ბუნებრივ აირზე, რომელიც წლის დასაწყისიდან უნდა გაზრდილიყო, კონსულტაციების პერიოდში არ გაიზრდება, შესაბამისად ზამთრის განმავლობაში ტარიფი არ შეიცვლება”, – განაცხადა ედუარდ ფილიპმა.