მამუკა გამყრელიძე: ხალხმა დაინახა, რომ ჩვენი გზა კონფრონტაცია და რევოლუცია არ არის

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის” წევრი მამუკა გამყრელიძე, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ ვითარებას აფასებს.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ხალხმა დაინახა, რომ ჩვენი გზა არ არის კონფრონტაცია და რევოლუცია.
თუმცა, მისივე თქმით, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებამ ყველა რესურსი ჩადო, ამიტომ მეთოდური მუშაობაა საჭირო.
“რიგის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ფეხით გამოვისეირნე. დავრწმუნდი, სწორ გზას ვადგავართ. სამ ადამიანს ვესაუბრე. ვაკელებს, რომლებმაც ხმა ზურაბიშვილს მისცეს. ერთი ახლობელი იყო, ორიც სრულიად უცნობი. სამივესგან მხოლოდ პოზიტივი მოვისმინე. გასაკვირია? არა! უბრალოდ დაინახა ამ ხალხმა, რომ ჩვენი გზა არ არის კონფრონტაცია და რევოლუცია. “ქოცების” პროპაგანდისტულმა მანქანამ ზუსტად იმუშავა და ეს ხალხიც დაფრთხა. მეორედ ეს ბინძური მეთოდი აღარ იმუშავებს. აგერ მე და აგერ თქვენ. ყველა რესურსი ამ არჩევნებში ჩადო ბიძინამ. აღარაფერი დარჩა გარდა ტერორის და ქვეყნის დიქტატურაში გადაჩეხვისა. ამასაც ვერ გაბედავს, რადგან დასავლეთის რეაქციისაც ეშინია და საკუთარი ხალხის რისხვისაც. თავადაც კარგად გრძნობენ და იმიტომ მოდის მათგან ასეთი აგრესია.
მეთოდური მუშაობაა საჭირო. არცერთი ნაბიჯით უკანდახევა და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალი იქნება”, – წერს მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები