მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ – შიხიაშვილი  სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროებას აანონსებს (ვიდეო)

ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, „გეორგია შენი პროექტია“-ს დამფუძნებელმა ირაკლი შიხიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

„ხვალ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნდება ჩემი სტატია, სადაც მე ვამხელ მიხეილ სააკაშვილს და მის ბიძას თემურ ალასანიას, როგორც მკვლელებს. ისინი გეგმავდნენ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას. თქვენ ყველა თვალნათლივ დაინახავთ, მიხეილ სააკაშვილი და მისი სისხლიანი ხროვა  რაზე არიან წამსვლელები იმისათვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება  და როგორ აპირებენ ქვეყანაში შექმნან დესტაბილიზაციის კერები. ამას უნდა აღუდგეს მთელი საზოგადოება. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით  ერთსულოვანნი იმისათვის, რომ  ამ კრიმინალურ სინდიკატს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა არ დავანებოთ“, – აღნიშნავს შიხიაშვილი ვიდეომიმართვაში.

https://www.youtube.com/watch?v=UmW_wIgKXiA&feature=youtu.be&fbclid=IwAR3hg8xi3EvdJItShmyF8cjtj2uUBTfCSBNpuJtuIdIqJDiSRmVbEPpY4TA

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები