კახა კალაძე: წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, ყველა ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი

ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. იმ ნაბიჯების, დაკნინებას, რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული ამ მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებობენ მსგავსი პრობლემის მქონე, სხვა კატეგორიის ადამინები, რომელთა შესახებაც ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს.
„ძალიან ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. იმ ნაბიჯების, დაკნინებას, რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული ამ მიმართულებით.
არაერთხელ ითქვა, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე უკვე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს ის დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი.
თუმცა, ამით ეს საკითხი არ დასრულებულა. არიან კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები და რაზეც მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები