ირაკლი კობახიძე: დავინახეთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია

ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – ასეთია ჩვენი დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხდა, რომლის თანახმადაც, ოპოზიციამ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
„ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთია ჩვენი დღის წესრიგი. დღეს დავინახეთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არავითარი რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს დღის წესრიგს უნდა გავყვეთ. ველოდებით ინაუგურაციას და საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები