ზვიად კვაჭანტირაძე: პირადობის მოწმობები, რომლებიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა, ჯერ კიდევ მათი ხელისუფლების დროსაა ამოღებული ბაზებიდან

“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შემდეგაც აგრძელებს ჩვეულ ტაქტიკას და ხელისუფლებაზე იმის გადმობრალებას, რასაც წლების განმავლობაში, თავად სჩადიოდნენ”, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე ოპოზიციის აქციაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ არჩევნებზე გარდაცვლილი ადამიანების პირადობის მოწმობები გამოიყენა.
როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არავის არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს.
“ნაციონალური მოძრაობის მორიგ ტყუილზე ე.წ. ყალბ პირადობებთან დაკავშირებით: მორიგი სიცრუე და ტყუილია “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება ე.წ. ყალბ პირადობებთან დაკავშირებით, რაც დღეს აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ გააჟღერა. პირადობის მოწმობები, რომლებიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა, დადასტურებით, გარდაცვლილებს ეკუთვნით და ისინი ჯერ კიდევ მათი ხელისუფლების დროსაა ამოღებული ბაზებიდან! ოპონენტები გარდაცვლილი ადამიანების პირადობებით ცდილობენ, არჩევნების გაყალბების ილუზია შექმნან. “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების შემდეგაც აგრძელებს ჩვეულ ტაქტიკას და ხელისუფლებაზე იმის გადმობრალებას, რასაც წლების განმავლობაში თავად სჩადიოდნენ. არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, არავის არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს და იაფფასიანი ტყუილები შეუძლიათ, შიდა მოხმარებისთვის დაიტოვონ”, – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები