ლევან გოგიჩაიშვილი: დღეს არის მთავარი კითხვა – ვინ არიან ის ბოევიკები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია გაირკვეს თუ ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებდათ ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავებულ პირებს.
“დღეს არის მთავარი კითხვა – ვინ არიან ის ბოევიკები რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ და რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. ამ კვანძის გახსნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს.” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული.
დაკავებულებს შორისაა, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტია, რომელიც ოჯახის წევრების განცხადებით თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები