ლევან გოგიჩაიშვილი: სახელწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს

“კრიმინალ, სახელწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიმართვას, რომლითაც ისინი ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ.
“ვინ არის გრიგოლ ვაშაძე, რა პოზიცია აქვს მას, მე დღეიდან ვეღარ ვხვდები, იმიტომ, რომ დღეს პროცესი მიჰყავს მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მართლმსაჯულება ეძებს იმისათვის, რომ დააკავოს, ჩამოიყვანოს და ჩასვას ციხეში. ამ ადამიანთან – კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს. პროკურატურას შეუძლია, მის ადვოკატებს ესაუბროს, როდესაც სააკაშვილს დააკავებენ და “მატროსოვზე” აღმოჩნდება.
გრიგოლ ვაშაძე ამ პროცესში არის მარიონეტი, ყველამ კარგად დავინახეთ დღეს. ის იყო სიმბოლური კანდიდატი, რომელიც რაღაც მანქანებით ისე შეიფუთა, თითქოს რაღაცას წარმოადგენდა. მთელი პროცესები მიჰყავს სააკაშვილს, მისი სურვილია დესტაბილიზაცია”, -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და მოთხოვნების შესასრულებლად, ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. შესაბამისი მიმართვა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნები გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები