გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის

“აქ ვდგავართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რვაასი ათასზე მეტ ადამიანს წარმოვადგენთ, ვინც ამ წნეხის და ამ უბედურების მიუხედავად, მხარი დაუჭირა საქართველოს ნათელ მომავალს და ხმა მისცა გრიგოლ ვაშაძეს, აქ ვდგავართ იმ ხუთასი ათასი ადმიანის სახელით, რომელსაც თავისი არჩევანი შეაცვლევინეს იძულებით”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო იყოს სამართლებრივი სახელმწიფო.
“ბოლო პერიოდში, გავიარეთ მართლაც საშინელი რამ ქვეყანაში – კანონის საკუთარ თავზე მორგება, უსამართლობა, თითოეული ადამიანის უფლების დარღვევა, ნების გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და აქ ვდგავართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რვაასი ათასზე მეტ ადამინს წარმოვადგენთ, ვინც ამ წნეხის და ამ უბედურების მიუხედავდ, მხარი დაუჭირა საქართველოს ნათელ მომავალს და ხმა მისცა გრიგოლ ვაშაძეს, აქ ვდგავართ იმ ხუთასი ათასი ადმიანის სახელით, რომელსაც თავისი არჩევანი შეაცვლევინეს იძულებით და ძალდატანებით. აქ ვდგავართ ასობით ათასი გაყალბებული ხმის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ მოგვპარეს.
ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ჩვენ ვიბრძვით რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო იყოს სამართლებრივი სახელმწიფო”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები