სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი საოკუპაციო ძალაა და შემაშფოთებელია, რომ ის არაპროგნოზირებადია

“მწვავე არჩევნების შემდეგ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს” – ამ სათაურით აქვეყნებს “Reuters”-ი საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი.
“Reuters”- თან საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს.
„რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადი. როდესაც გყავს მტერი, რომელიც პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენს ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი. გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე, ჩვენი ნატოელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს – დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტირებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, სააგენტო “Reuters”-თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები