მდინარე ნენსკრაზე წყლის დონისა და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა
სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონისა და ატმოსფერული ნალექების მზომი ავტომატური მოწყობილობები დამონტაჟდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამონტაჟებულ ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომ მოწყობილობების სამუშაო პროცესს.
აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდ. ნენსკრაზე წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.
უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში მომზადდება გაფრთხილებები სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ეცნობება.
ახლადდამონტაჟებული მოწყობილობები ხელს შეუწყობს მდინარე ნენსკრას აუზში სტიქიური მოვლენით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ჭუბერში გავნითარებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ, მიმდინარეობდა მოწყობილობების განთავსებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა და კვლევები მდინარე ნენსკრას ხეობაში.