უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ზელენსკი პირველად ეწვია უნგრეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ომის დაწყებიდან დღემდე, პირველად ჩავიდა უნგრეთში, სადაც ის ევროპელ ლიდერებს შეხვდება და რამდენიმე შეთანხმებას მოაწერს ხელს.

ზელენსკი უნგრეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება, სადაც ლიდერები განიხილავენ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებს, რუსეთის მიმდინარე ომის ფონზე.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ განვიხილავთ ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე ახალ შესაძლებლობებს ყველა პარტნიორისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები