“მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა თურმე ელზა გურგენიძეზე ყოფილა გათხოვილი, პირწავარდნილ ნაცაქტივისტზე” – ნიკოლეიშვილი
“ბევრი იწვალა ოპოზიციამ და ყველაზე გაუმჭვირვალე, მართლაც და ფარულმა არასამთავრობოებმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, თავიანთი ჭკუით აღმოჩენა გააკეთეს, ფარულობა ირღვეოდაო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიცია ფარულობის დარღვევას ვერ ადასტურებს.
“დარბიან სასამართლოებში, ატარებენ ექსპერიმენტებს, ასე უნდა შეაცურონ ბიულეტენი თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით კრახი კრახზე აქვთ. თეთრი წყაროს შემთხვევამ კი გაახარა, მაგრამ იქ დაირღვა ფარულობა თუ დაირღვა, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა თურმე ელზა გურგენიძეზე ყოფილა გათხოვილი, პირწავარდნილ ნაცაქტივისტზე, შესაბამისად გათხოვილმა კაცმა მბრძანებელ ქმარ-ქალს ვერ უღალატა და ფარულობა დაირღვაო,ამოიკვნესა. ზოგადად კი, თუ გავიხსენებთ, როგორ მიდიოდა ხმის მიცემა და ვინმე რამე არ იცოდა, საარჩევნო უბანზე ყველას უხსნიდნენ მარტივად, მაგრამ თუ მაინც ვინმემ დაარღვია ფარულობის პრინციპი მხოლოდ სამი ვარიანტი განიხილება: 1. მართლა შემთხვევით მოუვიდა შეცდომა. 2. დეგენერატი იყო და ვერ გაიგო რა უნდა ექნა. 3. პროვოკატორი იყო და სპეციალურად აკეთებდა ამას.
ახლა თქვენ თვითონ ამოირჩიეთ, დაირღვა თუ არა ფარულობა და რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე”, – წერს ნიკოლეიშვილი.