ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა

ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. სკოლა, რომელიც ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი 90 მოსწავლეზეა გათვლილი, აქვს ფეხბურთის სტანდარტული ზომის სტადიონი, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები.

გახსნის ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამხარეო ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლის გახსნაზე მისულ საზოგადოებას სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

„ჩვენ დაგპირდით, რომ თქვენი შვილები თანამედროვე სკოლაში ისწავლიდნენ და დღეს, ოზურგეთში, ჭანიეთში, ახალი სკოლა გავხსენით. ჭანიეთს 70 წელზე მეტია არ ჰქონია სკოლისთვის ნორმალური შენობა, მაგრამ ჰყავდა დიდი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლები. ამ ეზოში უკვე არის ევროპა!” – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები