ვლადიმერ კონსტანტინიდი ოთინაშვილის დაკავებაზე: რუსეთი ცდილობს, ადგილზე მოახდინოს მდგომარეობის ესკალაცია

მსგავსი ნაბიჯებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ ადგილზე მოახდინოს მდგომარეობის ესკალაცია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი​ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტს.
ვლადიმერ კონსტანტინიდი​ს თქმით, რუსეთის ქმედებები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესში ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.
“ფაქტი იწვევს შეშფოთებას ჩვენი მხრიდან. საიდუმლო არ არის, რომ ეს მუდმივი უკანონო დაკავებები ხორციელდება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათი ორგანიზებით და მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ ადგილზე მოახდინოს მდგომარეობის ესკალაცია, რაც ხელს უშლის სამშვიდობო პროცესში ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. ფაქტზე ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, რომლებსაც დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ განახლებულ რეჟიმში. ასევე, მუშაობას განაგრძობს საქართველოს შესაბამისი უწყებები”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
რუსმა სამხედროებმა მაია ოთინაშვილი საოკუპაციო ხაზთან 29 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები