რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს. ისენი არიან : 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.
სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები