მამუკა ბახტაძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული ტიპის სახელმწიფოს სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა.

„ჩვენი პოლიტიკის ერთადერთი გზავნილი გახლავთ მშვიდობა. აქვე, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გახლავთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც დაცულია ყველა პიროვნების ინტერესი და ღირსება, სადაც ყველას აქვს საშუალება, მოახდინოს საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება.
ეს გახლავთ ჩვენი მხრიდან ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები