რუსთავში 39 წლის კაცი დაჭრეს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე 39 წლის კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები