პაატა ზაქარეიშვილი შამბას დიალოგის სურვილს სამ შესაძლო ვარიანტს უკავშირებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას გამოეხმაურა. მან იმის მიზეზად, რომ შამბას საქართველოსთან დიალოგი სურს, სამი შესაძლო ვერსია დაასახელა.
“აქ სამი მომენტია: ან მართლა რაღაც ფარული პროცესები მიდის, რომელიც ყველასთვის მისაღებია და დრო იყო ამ ყველაფრის გაჟღერების; მეორეა, რომ აფხაზები მართლაც მიხვდნენ იმას, რომ არ შეიძლება დამოკიდებულები იყვნენ მხოლოდ რუსეთზე და საჭიროა ქართველებთან კონტაქტის დამყარება; მესამე ვარიანტია, ეს ყველაფერი რაღაც რუსეთის თამაშის ნაწილი იყოს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ყველაზე პრორუსი პოლიტიკოსი აფხაზეთში სერგეი შამბაა. მათ ყველაზე კარგი შანსი გაუშვეს მოლაპარაკებების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, რადგან ის იყო ავტორიტეტი და მას შეეძლო, თამამი ნაბიჯები გადაედგა”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას საქართველოსთან დიალოგი სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები