სერგეი შამბას საქართველოსთან დიალოგი სურს

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ”, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების დრო დგება.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, რადგან მეზობელი ქვეყნები ვართ და ბედმა ერთმანეთის გვერდით არსებობა გვარგუნა. მეზობელ ქვეყნებს შორის ვგულისხმობ არა მხოლოდ საქართველოს. ევროპულ სახელმწიფოებს შორისაც ყოფილა კონფლიქტები. ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ, მაგრამ ყოველთვის დგება ურთიერთობის დარეგულირების დრო. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთან სწორედ ასეთი დიალოგის დაწყება შეიძლება. მივიჩნევ, რომ მოლაპარაკების ამ გზის, ჟენევის შეხვედრების ხელიდან გაშვება არ შეიძლება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენს მომავალზე რაღაც დიალოგი დაიწყება“, – განაცხადა სერგეი შამბამ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს.
მისივე თქმით, გაერო-ს ჩარევის დროს, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა, 2008 წელს, მისიის შეწყვეტის შემდეგ, მთელი პროცესი შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები