ეკა ბესელია: უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება დაშვებული იქნება

„კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება იქნება დაშვებული“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის გამკაცრებით უპასუხებს.
პარლამენტის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს.
გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული. აკრძალვები შეეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამიანებს, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფრთხის შემცველს უწოდებს და ცვლილებების აუცილებლობას განმარტავს.
„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს სფეროები უნდა იყოს, დიახ, მკაცრად დაცული იმიტომ, რომ ისეთი დაწესებულებები, რომელიც საგანმანათლებლო-სააღმზრდელოა, ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, არასრულწლოვნების, განსაკუთრებით შემთხვევებში, ძალოვანი უწყებები და ა.შ. ასეთი უწყებები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მკაცრად დაცული, რომ იქ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაიშვებოდეს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, რომ მარიხუანას მოყვანაზე კონტროლი არსებობდეს.
დეპუტატი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პარლამენტს მოუწევს გადახედოს აქამდე მოქმედ სანქციებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები