ივანე მაჭავარიანი იაპონიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო იაპონიის მთავრობის მიერ ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი.
შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საგზაო ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.
შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში, კვლავ დინამიურად განვითარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები