ნიკოლოზ გაგუა: საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არის დიდი ეკოლოგიური ღონისძიებების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ეს არის დიდი ეკოლოგიური ღონისძიებების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი – ამის შესახებ განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს ითვალისწინებს იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმებას და იმავდროულად, რეექსპორტის გარკვეულწილად შეზღუდვას ხე-ტყეზე, მისი ნედლი ფორმით.
“საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ეს არის დიდი ეკოლოგიური ღონისძიებების პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი. ეს ითვალისწინებს იმპორტულ ხე-ტყეზე დღგ-ს გადასახადის გაუქმებას და იმავდროულად, რეექსპორტის გარკვეულწილად შეზღუდვას ხე-ტყეზე, მისი ნედლი ფორმით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველიდან გასულ პროდუქტს მეტი დამატებითი ღირებულება შეექმნას, თუმცა ის, რომ იმპორტი გაიაფდება ამ ძალიან სენსიტიურ პროდუქტზე, ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული ინიციატივები იქნება ხის ჭრასთან დაკავშირებით და გარემოზე ზემოქმედება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები