გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში დაჯარიმების საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ

გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სასტუმროში, სიგარეტის მოწევის გამო, 750 დოლარით დააჯარიმეს, ჯარიმა კი საქართველოს ბიუჯეტმა დაფარა – პრესაში გავრცელებული ამ ინფორმაციის თაობაზე, „კვირა“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.
თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში, აღნიშნულთან დაკავშირებით, საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
გიორგი მარგველაშვილის ამერიკული სკანდალი – „პრაიმტაიმს“ საინტერესო დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მიერ მარტში, აშშ-ში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს ეხება.
როგორც სტატიიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ის სასტუმროში, სიგარეტის მოწევის გამო, საქართველოს პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს. ამასთან, გამოცემა ყოფილ დეპუტატ კობა დავითაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, იმავე სასტუმროს ნომერში, მეორე დღესაც მოსწია სიგარეტი და მესამე დღესაც და ისევ და ისევ დააჯარიმეს. ჯარიმა კი ბიუჯეტმა დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები