ირაკლი აბესაძე: საქმეში გამოიკვეთნენ მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ დაკითხულან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საქმეში გამოიკვეთნენ ისეთი არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე შს სამინისტროს არ დაუკითხავს. ხოლო არასრულწლოვნებისგან, რომლებიც მაშინ დაიკითხნენ, აბესაძის თქმით, არასრულფასოვნად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გამო, კონკრეტული ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.
“სამწუხაროა, რომ გამოიკვეთნენ საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე საერთოდ არ ყავდა შს სამინისტროს დაკითხული, ან არასრულწლოვნები, რომლებიც თავის დროზე დაკითხა სამინისტრომ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების არასრულფასოვნად ჩატარების და წარმართვის გამო, მათგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხა, რომლებიც ადასტურებენ საქმეში ახალი გარემოებების თუ ახალი ვერსიების გამოკვეთას. შს სამინისტრომ დაკარგა ძვირფასი 7-8 თვე იმისათვის, რომ ყველა მოწმისგან მიეღო მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია. მაგალითად, გუშინ არასრულწლოვანმა, რომელიც საუბრობდა ახალი ვერსიის დეტალებზე, პირდაპირ განაცხადა, რომ თუკი მას ამის შესახებ საუბარი მოუწევდა, 2017 წლის დეკემბერში მას უფრო მეტი დეტალის აღდგენა შეეძლებოდა იმ დიალოგებისა თუ იმ გარემოებების შესახებ”, – განაცახდა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები