გენინსპექციის უფროსი: სოფელ ხაიშში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას შსს უზრუნველყოფს-გზები გახსნილია

სოფელ ხაიშში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას შსს უზრუნველყოფს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ გადაკეტილ გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

“გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე გაჩერებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადს არეგულირებენ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სოფელ ხაიშში მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის უსაფრთხოებას,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები