დიმიტრი ცქიტიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: არსებობს დამატებითი გარემოებები, რომელიც გვინდა, რომ გავუზიაროთ შსს-ს

არასრულწლოვნების ბოლო ორკვირიანი გამოკითხვების შედეგად, ჩვენ გაგვიჩნდა განცდა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს დამატებითი გარემოებები, რომელიც გვინდა, რომ გავუზიაროთ შსს-ს – ამის შესახებ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
თუმცა დიმიტრი ცქიტიშვილი არ აკონკრეტებს, რა ახალ გარემოებებზეა საუბარი.
„ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ის ჩვენებები, რომელთანაც გვაქვს საქმე, ბუნებრივია, არის გამოძიების ნაწილი და არ უნდა მოხდეს ისე, რომ დავაზიანოთ გამოძიების ძირითადი ღერძი, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. ჩვენ რაც კომისიის ფარგლებში დავინახეთ, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელზე გვექნება საუბარი. არასრულწლოვნების ბოლო ორკვირიანი გამოკითხვების შედეგად, ჩვენ გაგვიჩნდა განცდა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს დამატებითი გარემოებები, რომელიც გვინდა, რომ გავუზიაროთ შსს-ს. შესაბამისად, მათთან გვექნება კომუნიკაცია, ვეცდებით, ოპერატიულად მოხდეს ამ დეტალებზე რეაგირება. ეს არ იქნება წერილობითი რეკომენდაცია, იქნება სიტყვიერი კომუნიკაცია. ჩვენს კონკრეტულ ეჭვებს, შეხედულებებს, დაკითხვების ჩანაწერებს გავუზიარებთ საგამოძიებო სტრუქტურებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები