მესტიის მერმა შვებულება შეწყვიტა – “ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვითარება განიმუხტოს”

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი, რომელიც კუთვნილი შვებულებით სარგებლობდა და რეგიონში არ იმყოფებოდა, სვანეთში შექმნილი ვითარების გამო, ამ წუთებში ხაიშში მიემგზავრება.
როგორც ჟორჟორლიანმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ის ადგილზე გაეცნობა შექმნილ ვითარებას.
„მე რეგიონში არ ვიყავი, შვებულებაში ვიმყოფებოდი, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე მივემართები ხაიშისაკენ, რათა ადგილზე გავეცნო ვითარებას, ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვითარება განიმუხტოს და მოლაპარაკების გზით გადაიჭრას პრობლემა“ – განუცხადა „კვირას“ კახა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან, პროტესტი მოჰყვა.
როგორც ისინი აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში დილით გამოჩნდნენ, რაც ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
ხაიშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები