ლევან იზორია: მიუხედავად წარსული თანამდებობრივი პოზიციისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც არსებობს კანონიერი კითხვები, ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს, ამ კითხვებს პასუხი გასცეს. მისივე თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
„ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც ყველა იქნება კანონის წინაშე თანაბრად პასუხისმგებელი. შესაბამისად, როდესაც არსებობს კითხვები, გამომდინარე კანონის უზენაესობის პრინციპიდან, ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს, რომ გასცეს პასუხი. ეს არის სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ინტერესში. აქედან გამომდინარე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
განსაკუთრებული ხდება ის, რომ მიუხედავად წარსული თანამდებობრივი პოზიციისა, ყველა ადამიანი კანონის წინაშე არის თანაბარი. ეს არის სწორედ ევროპული სახელმწიფოს მთავარი სამართლებრივი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის ადეკვატურად მოქმედებს ხელისუფლება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები