პრემიერმა საბერძნეთის მთავრობას და ბერძენ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბერძნეთის მთავრობას და ბერძენ ხალხს უდიდესი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძარმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე ასეული ადამიანი კი, მძიმედ დაშავებულია.
„მინდა, გამძლეობა ვუსურვო ჩვენს მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში. ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოვუჩინოთ საბერძნეთის მთავრობას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო მთლიანად მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, დახმარებას უწევს ჩვენს მოქალაქეებს და დღევანდელი მონაცემებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები