ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან პატრიარქის შეხვედრას, უწმინდესის გარემოცვა ბლოკავს

თუ პატრიარქის ის გარემოცვა, რომელიც ამ შეხვედრას ბლოკავს, მისცემს დეკანოზს პატრიარქთან შეხვედრის საშუალებას, ვფიქრობ პატრიარქის ის მხარდაჭერა, რაც დეკანოზს აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა., რომელიც ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად შევიდა.
„წელიწადნახევრის განმავლობაში სინოდის წევრებისგან გვესმოდა პოზიცია, რომ მათი უმოქმედობა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით განპირობებული იყო იმით, რომ აწუხებდათ არაერთი კითხვის ნიშანი, არ იყვნენ ჩამოყალიბებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მართალია თუ არა ამ საქმეში, შესაბამისად, ჩვენი მიზანია ის, რომ ვის და, ზუსტად სინოდის წევრებს, არ უნდა ქონდეთ კითხვის ნიშნები, რომელზეც ისინი თავის განცხადებებში საუბრობენ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი იყო შესული მასთან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი იყო მეუფეების მხრიდან და კარგი იქნება, თუ სხვებიც მოინახულებენ დეკანოზს, რადგან ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
კონკრეტულად რა დეტალებზე ისაუბრეს გუშინ, წინასწარ ვერ გავაკეთებ განცხადებას. დეკანოზი მუდმივად ითხოვდა დაკავების დღიდან პატრიარქთან შეხვედრას, მაგრამ თუ პატრიარქის ის გარემოცვა, რომელიც ამ შეხვედრას ბლოკავს, მისცემს დეკანოზს პატრიარქთან შეხვედრის საშუალებას, ვფიქრობ, პატრიარქის ის მხარდაჭერა, რაც დეკანოზს აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები