გიორგი გაბიტაშვილი კახიძეს: რა შედეგობრივი კავშირია კალანდიას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის?

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოთარ კახიძე დაინტერესდა, მთავარი პროკურორის მოადგილის მოსაზრებით, იყო თუ არა მიხეილ კალანდიას ქმედება დანაშაულში მონაწილეობა, რაზეც გაბიტაშვილმა უპასუხა, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით კალანდიას დანაშაული არ იკვეთება.

„მოწმე როდესაც ერთვება ამ პროცესში, რასაკვირველია ის ხედავს ყველაფერს. თქვენ არ გისაუბრიათ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – თქვენ როგორ ფიქრობთ? რა მიზეზობრივი კავშირია მ.კ – ს ქმედებასა და დამდგარ ქმედებას შორის? მ.კ. – ს ხელის დარტყმასა და დამდგარ შედეგს შორის არანაირი კავშირი არ არის. დავით სარალიძის დაჭერა არ მომხდარა იმ გარემოებებში, რომ სარალიძე ცდილობდა გაქცევას და ეს დაჭერა იყო მისი შემაფერხებელი გარემოება. არ ყოფილა მისი ქმედების შემზღუდველი. მე ამიტომ მიმაჩნია, რომ გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებები მ.კ – ს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, დანიშნული გვაქვს ექსპერტიზები და უნდა გავაანალიზოთ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები, რაც მოგვცემს ახალ, საერთო სურათს“,- აღნიშნა გაბიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები