გიორგი გაბიტაშვილი: სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე, ყოველგვარი სპეკულაციის გამოსარიცხად, ჩვენ მისი გამოკითხვა სასამართლოზე გადავწყვიტეთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას, მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს ოთარ კახიძემ კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მირზა სუბელიანი, რაზეც გაბიტაშვილმა უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ არ გაჩენილიყო რაიმე სახის ზეწოლის შეგრძნება საზოგადოებაში. მისივე განმარტებით, სუბელიანი დაცვის მხარე იყო, ამიტომ, სპეკულაციების გამოსარიცხად, მისი გამოკითხვა სასამართლოზე გადაწყდა.

„რასაკვირველია, როგორც კი ეს გახდა ცნობილი, დადგა მისი დაკითხვის საჭიროება, თუმცა რადგან სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში, ჩვენ დაველოდეთ მის სასამართლოში დაკითხვას, სადაც პროკურორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მისთვის დაესვა ნებისმიერი კითხვა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო გარკვეული კითხვები. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს – ბატონმა ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტულ საქმეშივე პროკურატურის შენობაში ნახა სხვა მოწმე, რომელიც იყო დაცვის მხარის მოწმე, მან განაცხადა, რომ ეს იყო ზეწოლა დაცვის მხარის მოწმეზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბელიანი დაგვეკითხა სასამართლოში“, -აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები