მამუკა ვასაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე მაკრატლის თემით ხდებოდა სპეკულირება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს.

კომისიის წევრების კითხვებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე, კონსტანტინე სირაძე პასუხობენ.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ საქმეში მისი ჩართულობის შესახებ განმარტება გააკეთა და ის ფაქტორები გამოყო, რაზეც მედიასთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

„ინფორმაცია ძირითადად რასაც ვიხსენებ, ჩართვა რასთან დაკავშირებითაც იყო საზოგადოებაში არსებული კითხვები ჩემთვის პრინციპში მედიით იყო ცნობილი ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები შეეხებოდა ფარდულს, შეეხებოდა დანის გაღუნვის თემას , შეეხებოდა მაკრატელს რომელზეც ექსპერტები სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდნენ , შეეხებოდა ექსპერტიზის დასკვნას , ჭრილობებს , ამ საკითხთან დაკავშირებით მოვისმინე პასუხები ის რომ ფარდულთან დაკავშირებით ფარდული , მედიაში ვრცელდება რომ ტითქოს ფარდული საგამოძიებო დანაყოფებმა დაანგრიეს და მოვისმინე პასუხი რომ ამასთან არანაირი შემხებლობა არ ქონიათ და პროცესუალურადაც შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებამდე , ეს პასუხი გავეცი საზოგადოებას მოვისმინი დანის გაღუნვასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომელიც ეს იყო საექსპერტო კვლევის მეთოდიკის შესაბამისად და არ იყო ვიღაცის ხელოვნურად მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის განხორციელებული ესეც ამ ფორმით გავეცი, მოვისმინე მაკრატელთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ამ ინფორმაციას როცა ვიღებდი იმიტომ რომ მედიით ვრცელდებოდა თითქოს იქ მაკრატლით მოხდა დაჭრა და ასე შემდეგ , ამით ხდებოდა ამ თემით სპეკულირება საზოგადოებაში , ბუნებრივია მოვისმინე რომ მაკრატელი იყო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და დაკითხული იყო ამ ასთან დაკავშირებით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმომჩენი ბრიგადის წევრები რომლებსაც ეკუთვნოდა ეს მაკრატელი და ესეც დადასტურებული იყო“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები