“გამოვრიცხავ, რომ ეს ამის გამო მომხდარიყო” – ბესელია მღებრიშვილის გადადგომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის თანამდებობის დატოვებას არ უკავშირებს იმას, რომ ის არ იყო პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გუნდის წევრი.
“გამოვრიცხავ რომ ეს ამის გამო მომხდარიყო. პრემიერთან დაახლოებული პირი შეიძლება ბევრი არ იყოს და ამის მიხედვით არ ხდება გუნდში გადანაწილება სფეროების, ადგილების თუ პოზიციების. ეს სრულიად მიუღებელი მოდელი და ფორმულაა, ასეთი რამ მე არასდროს არ მიგრძვნია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები