გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი