“გიორგი მღებრიშვილმა გადადგომის მოთხოვნით პრემიერს დღეს მიმართა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, გიორგი მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები