ეკა ბესელია: როგორც ჩანს, სიმართლის მოსმენა გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას
„სიმართლის მოსმენა, როგორც ჩანს გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას, მაგრამ მას მოუწევს ხშირად მოისმინოს ეს სიმართლე, იმის საპასუხოდ, რა სიცრუესაც ავრცელებს ხოლმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით განაცხადა.
წულუკიანის თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი დოკუმენტაცია იყო გამოთხოვილი, იქ აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის იყო ბოკუჩავა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები ძვირფასი ნივთების სახით.
„ჩემი პასუხი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, როდესაც ის საუბრობს კორუფციაზე და აყენებს ბრალდებებს, რომელიც მართლა შეიცავს ცილისმწამებლურ შინაარსს და ვთხოვთ მას, დადოს კონკრეტული ფაქტები. ექვსი წელი ლაპარაკობენ ასეთი კონტექსტით და ფაქტები არ აქვთ. პასუხად მან მიიღო ის კონკრეტული მასალა, რომელიც აღმოჩნდა პარლამენტში შემოსულ მასალებში. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი დოკუმენტაცია იყო გამოთხოვილი, იქ აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის იყო ბოკუჩავა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები ძვირფასი ნივთების სახით. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო, განაჩენიც გამოტანილია. ამ საჩუქრების საერთო რაოდენობამ და სხვა თანხებმა, რომელსაც იყენებდა პირადი ინტერესებისთვის სააკაშვილი, 8 მილიონს გასცდა. როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა საუბრობს ცილისწამებაზე, ფაქტი არ აქვს. მე კონკრეტული ფაქტი მოვუყვანე და ვკითხე, რატომ იღებდა ასეთ საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო მის პარტიაში და სხვა პოზიციაზე იყო. ეს მწარედ მოეჩვენა ქალბატონ ბოკუჩვას. თუ უნდა იჩივლოს, მიბრძანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოა და იმ სასამართლოში, იმ საქმეში იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის,პარლამენტის სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და ეკა ბესელიას შორს დაპირისპირება მოხდა.
კამათი მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას დაიწყო, როდესაც თინა ბოკუჩავამ ტრიბუნაზე გამოსვლისას მმართველი გუნდი და ეკა ბესელია ჯაშუშების საპატიმროებიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და განმარტა, რომ ყოფილი სახელისუფლო გუნდი ჯაშუშობის მოტივით დევნიდა ოპონენტებს.
საკუთარი გამოსვლისას ეკა ბესელიამ ბოკუჩავას შეახსენა, რომ ამ პერიოდში ბოკუჩავამ ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან საჩუქრად ოქროს სამაჯური მიიღო.